LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედმა მაესტრო შეიერთა: მედიაჰოლდინგი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

133

„2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია „მაესტრო“ გახდება ჰოლდინგ „იმედის“ შემადგენელი ნაწილი,“ – ამის შესახებ განცხადებას მედიაჰოლდინგი „იმედი“ აკეთებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტელეკომპანია „GDS“-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებითაც.

„მედიაჰოლდინგი „იმედი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ ჩვენი მოლაპარაკებები ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია „მაესტრო“ გახდება ჰოლდინგ „იმედის“ შემადგენელი ნაწილი.
ასევე, დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია „ჯიდიესის“ ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ეს გარიგებაც წარმატებით დასრულდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარიგება არ ეხება Georgian Dream Studio-ს, რომელიც დარჩება მისი დღევანდელი მფლობელის საკუთრებაში. იურიდიული და ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ მედიაჰოლდინგი „იმედი“ ტელემაყურებელს შესთავაზებს განახლებულ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სატელევიზიო არხებს, რომლებიც უპასუხებენ მაყურებლის ფართო სპექტრის მოთხოვნებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები