ცნობილი ჟურნალისტი, დაჩი გრძელიშვილი, სოციალურ ქსელში გოგი წულაიას ძალადობის ბრალდებით დაკავებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში სასამართლოების გამართვა და განაჩენების გამოტანა დამკვიდრდა…
გთავაზობთ პოსტს სრულად:
„ძაან ამბავია – იმის გამო, რომ კაი ხანია, აქ, „ფეისბუქზე“ ჩვენვე ვატარებთ გენდერული ძალადობაზე სასამართლოებს და განაჩენიც უპრობლემოდ გამოგვაქვს, კაციშვილი ვერ გაიგებს, წულაია მართლა ძალადობდა თუ ჩაუდეს – ისე გავატყავებთ და ჩამოვახრჩობთ. შექმნილი ფონის გამო იგივე პერსპექტივა აქვს პრაქტიკულად ყველა „არასაჭირო“ ადამიანს, რადგან შუბლზე არავის აწერია, არის თუ არა ამაზე წამსვლელი – საკმარისია, ფაქტი გახმიანდეს და შუბლზე ჩვენ ვაწერთ ხოლმე – ემოციურ პოსტებში გამოჩენილი საორატორო ხელოვნებით… ქალის თემით მანიპულაციის უმაღლესი პილოტაჟი ჯერ კიდევ „კაგებეს“ ჰქონდა ათვისებული. ამიტომაცაა უმნიშვნელოვანესი სამართლიანი სასამართლო და შესაბამისად განწყობილი საზოგადოება. წულაია თუ მართალია, ერთი კაცი დაზარალდება ამით. მაგრამ რა ვუყოთ მომავალში ათეულობით მართლა დაჩაგრულ ქალს, რომელთა ხმასაც უკვე აღარავინ გაითვალისწინებს, ამ თემის უსაშველოდ გატრიზავების გამო:( ამიტომაც არის სამართლიანი სასამართლო უაღრესად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც უდანაშაულობის პრეზუმფცია და შესაბამისად განწყობილი საზოგადოება…“