LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Independent: კორონავირუსი უფრო მეტ ადამიანს გააკოტრებს, ვიდრე – იმსხვერპლებს

609
Peter Tuchman reacts as he works the floor during the opening bell at the New York Stock Exchange on March 9. TIMOTHY A. CLARY/AFP via Getty Images

ბრიტანული გამოცემა Independent ახალი კორონავირუსის იმ ეფექტზე საუბრობს, რომელიც მას გლობალურ ეკონომიკაზე ექნება. გამოცემა ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით: „კორონავირუსი უფრო მეტ ადამიანს გააკოტრებს, ვიდრე – იმსხვერპლებს“.

სტატიაში დეტალურად არის მიმოხილული ის რისკები, რომელიც კორონავირუსს თან ახლავს ეკონომიკური თვალსაზრისით. მათ შორის არის: სამსახურის დაკარგვა, შესაბამისად შემოსავლების გარეშე დარჩენა, ბიზნესების გაკოტრება, გადასახადების ვერ გადახდა, სახლის დაკარგვა და ა.შ

ამ ყოველივედან გამომდინარე Independent წერს, რომ კორონავირუსი უშუალოდ ჩვენი, ყველას ცხოვრებაზე ჰპოვებს ასახვას და მისი თანმდევი ეკონომიკური საფრთხე, ბევრად აღემატება ჯანმრთელობის რისკებს.

„ამ კვირაში საფონდო ბირჟებიდან გამქრალი და დაკარგული ტრილიონობით დოლარი, მხოლოდ დასაწყისი იქნება, თუ კორონავირუსი მალე უკან არ დაიხევს“, – წერს Independent.

გამოცემა აშშ-ს პრეზიდენტის ეკონომიკურ პოლიტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი აგრძელებს საკუთარ ქვეყანაში სიტუაციის მოგვარებისკენ ნაბიჯების გადადგამს, რაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, მისი ხელახლა არჩევის შანსებს ზრდის…

როგორც ცნობილია, მსოფლიოს მასშტაბით ახალმა კორონავირუსმა 4 389 ადამიანი იმსხვერპლა, ეკონომიკურად კი მილიონობით ადამიანი გაანადგურა. „ადამიანის ტანჯვა შეიძლება ავადმყოფობამ გამოიწვიოს, თუმცა ეს ტანჯვა გარდაუვალია მაშინაც, თუ გადასახადებს ვერ გადაიხდით და მაგალითად, სახლის გარეშე დარჩებით“, – იუწყება Independent და იმასაც დასძენს, რომ დროა ეკონომისტებმა ექიმები ჩაანაცვლონ – ვიდრე რეალური პანდემია დაიწყება.

Independent ჩინეთში მიმდინარე ეკონომიკურ ამბებზე და უამრავ დახურულ წარმოებაზეც აღნიშნავს. როგორც გამოცემა განმარტავს, ჩინეთის ეკონომიკური პრობლემები დანარჩენი მსოფლიოს პრობლემაცაა, ვინაიდან ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა და მასზე უამრავი ქვეყნის ეკონომიკაა დამოკიდებული.

„ეს ყველაფერი განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ვითარებაში, როცა სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები ამ ყველაფერს განიხილავენ როგორც მხოლოდ ჯანმრთელობის კრიზისს და ყურადღებას არ ამახვილებენ მასზე, როგორც ეკონომიკურ კრიზისზე“, – ამბობს Independent.

ბრიტანული გამოცემა რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ სიტუაციას და იმ რეალობასაც მიმოიხილავს, რომელიც კორონავირუსის შედეგად დადგა. გამოცემა აღნიშნავს, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული ძვრები გლობალურ ეკონომიკაზე ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს და ახალ ეკონომიკურ წესრიგს ჩამოაყალიბებს, რომელსაც ყველამ ფეხი უნდა აუწყოს, ვინაიდან ამ ცვლილებების უგულვებელყოფა კიდევ უფრო საზიანო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g