LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოელი, უნგრელი და პოლონელი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველად გაემგზავრნენ

103
Screenshot 2025-06-26 173212

პირველად კოსმოსში – ინდოელი, პოლონელი და უნგრელი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრნენ.

2025 წლის 25 ივნისს, ფლორიდაში მდებარე NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ით გაშვებული მისია, წარმატებით გაემართა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ. ისტორიულ ფრენაში მონაწილეობას ინდოელი, პოლონელი და უნგრელი ასტრონავტები იღებენ, წერს Reuters-ი.

მისია Axiom Space-ის მეშვეობით განხორციელდა და ეკიპაჟი შედგება:

პეგი უიტსონი (აშშ) – მისიის მეთაური და ყველაზე გამოცდილი ქალი ასტრონავტი აშშ-ში;
შუბანსუ შუკლა – ინდოეთის პირველი ასტრონავტი კოსმოსურ სადგურზე 1984 წლის შემდეგ;

სლავოშ უზნანსკი – პოლონეთის პირველი ასტრონავტი ISS-ზე;

ტიბორ კაპუ – უნგრელი ასტრონავტი, რომელმაც ქვეყნის კოსმოსში დაბრუნება 40 წლის შემდეგ მოახერხა.


ეკიპაჟი 14-დღიანი მისიის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გრავიტაციის პირობებში სამეცნიერო ექსპერიმენტებს ჩაატარებს. საინტერესოა, რომ ფრენის ღირებულება თითო მგზავრზე 70 მილიონ ევროს შეადგენს.

ეს გაფრენა საერთაშორისო თანამშრომლობისა და კერძო კოსმოსური მისიების ახალ ეტაპის დაწყების სიმბოლო უნდა გახდეს. მითუმეტეს, აქამდე საერთაშორისო მისიებში ინდოეთიდან, უნგრეთიდან და პოლონეთიდან არავის მიუღია მონაწილეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები