LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდური შტამი პირველად დაბალიმუნიტეტიანებს დაერია, მათ, ვინც ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს – მოსკოვში მოღვაწე ქართველი ინფექციონისტი

1104
ruseTi

რამდენიმეთვიანი შედარებით სტაბილური სიტუაციის შემდეგ, რუსეთში ინდურმა შტამმა, დელტა-ვარიანტმა იფეთქა.

მოსკოვის ცენტრალური დიაგნოსტიკური ცენტრის ინფექციონისტი ელენე­ ლოგუა ამბობს, რომ პანდემიის მესამე ტალღის მიზეზი რეგულაციების შემსუბუქებაა.

მისი თქმით, როგორც კი შეზღუდვები შემსუბუქდა, ძალიან ბევრმა მოიხსნა პირბადე, დაიწყო ხალხმრავალი წვეულებების გამართვა და შესაბამისად, ბოლო ერთ კვირაში ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა, 10 ათასამდე დაფიქსირდა.

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ „ინდური შტამით“ დაინფიცირდით - „გირჩევთ, პირბადე მაინც ატაროთ“ - გოგინავა

„თუ ვაქცინირებული ადამიანები არ გვეყოლება, არამარტო „დელტა“ შტამი, სხვა შტამების წარმოიქმნება“.

გამოვლენილი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი „ინდური“ შტამია. რუსეთში შექმნის სიტუაციაზე ელენე ლოგუამ „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.

„რუსეთში ვაქცინაცია  არც ისე გამართულად მიმდინარეობს. ფაქტობრივად, ისინიც კი არ აიცრნენ, ვინც კანონით იყო ვალდებული, როგორც ახლა ირკვევა,­ სამსახურში მისატანად აცრის ყალბი ცნობები გააკეთეს. ეს ეხება სამედიცინო, სამხედრო და ძალოვანი უწყების თანამშრომლებს, მასწავლებლებს, სოფლის მეურნეობის თანამშრომლებს, სასჯელაღსრულების პერსონალს. ვფიქრობ, ხალხს შეეშინდა “სპუტნიკით” აცრის და უამრავმა თავი აარიდა.

„ინდური“ შტამი ციხეებშიც გავრცელდა და როგორც ამბობენ, უკონტროლო გახდა. ხალხი სახელმწიფო უწყებებს არ ენდობა, ცდილობენ, კერძო საავადმყოფოს მომსახურებით ისარგებლონ, მაგრამ ახლა ყველა კლინიკა და ჰოსპიტალი ისეთი გადატვირთულია, დიდი არჩევანი არც აქვთ.

ზოგი ირწმუნება, რომ აცრილია, თანაც ორჯერ, მაგრამ მაინც ვერ აუარა გვერდი ვირუსის ახალ შტამს… ეს აჩენს ვერსიას, რომ “სპუტნიკი” ვერ გაუმკლავდა დელტა­-ვარიანტს. ამის შემდეგ­ შესაძლოა უფრო მეტმა აარიდოს თავი ვაქცინაციას, რასაც კიდევ ერთი მიზეზი აქვს – ევროკავშირი­ აყოვნებს რუსული ვაქცინის დამტკიცებას. შესაძლოა, დრო სექტემბრამდე ან სულაც წლის ბოლომდე გაიწელოს.
პაციენტების ახალ ნაკადს სწრაფად უწევთ­ სიცხე, ძალას კარგავენ, ზოგს, თავის მწვავე­ ტკივილი აწუხებს. შემოჰყავთ ასევე ძლიერი თავბრუსხვევით, გულის რევითა და უეც­არი სისუსტით.
ეს შტამი პირველად დაბალიმუნიტეტიანებს დაერია, მათ, ვინც ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს, არასრულფასოვნად იკვებება. აქ ათასობით ადამიანი სხვადასხვა­ მიზეზით ქუჩაში ცხოვრობს. ასეა რუსეთის ყველა ქალაქსა და რაიონში.

ჩემმა კოლეგამ მოგვაწოდა ვიდეო, ეკატერინბურგის, პეტერბურგის, ნოვისიბირსკის საავადმყოფოებში ინფიცირებულები პირდაპირ დერეფნებში წვანან.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბევრს ისევ არ სჯერა ვირუსის არსებობის, უმძიმესი დიაგნოზით მოჰყავთ და კიდევ ჩხუბობენ, ყველაფერს “კოვიდს” რომ აწერთ, სხვა ვირუსი გაქრაო?… ისეთებიც არიან, ვინც ამბობს, უამრავი ალკოჰოლდამოკიდებული გვყავს, ვინც სახელმწიფოს ხარჯზეა და მათი გამოხშირვა გინდათ, ამიტომ გამოიგონეთ ეს ვაქცინაციაო. ბევრი გვსაყვედურობს, ექიმები ყველაფერს აზვიადებთ, რომ ხალხი აიცრასო… ამიტომ ჯანდაცვის სისტემამ ასეთი გამოსავალი იპოვა – ცდილობს მოსახლეობა დააინტერესოს და ვაქცინაციას ლატარია მიაშველა ბინების და მანქანების მოგების შანსით.

პირველი ივლისიდან აცრა ფედერალური­ კანონით სავალდებულო ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანები სამსახურს დაკარგავენ. 28 ივნისიდან დედაქალაქის ბარებსა და რესტორნებში მხოლოდ აცრილებს შეუშვებენ, ან მათ, ვინც “კოვიდ-19” გადაიტანა. თუმცა, არა მგონია, ეს გამოსავალი, რადგან როგორც ვთქვი, ცნობის ყიდვა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი“. – ამბობს ინფექციონისტი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები