ბრედ პიტის რჩეული ინეს დე რამონი, რომელიც ცოტა ხნის წინ ბრედს მეგზურობას უწევდა დაბადების დღის წვეულებაზე, ამჯერად საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავს. 34 წლის რამონი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როცა ის ბევერლი ჰილზში, იტალიურ რესტორანში მიიჩქაროდა. იქვე გამოჩნდნენ მისი უახლოესი მეგობრები და კოლეგები. რამონი პროფესიით სამკაულების დიზაინერია.
ამ დღეს პაპარაცებმა ვერ დაინახეს ბრედ პიტი, თუმცა, რამონს ხელში უზარმაზარი თაიგული ეკავა, რამაც ყველას აფიქრებინა, რომ ეს სწორედ საყვარელი მამაკაცის მიერ იყო გამოგზავნილი.
რამონი ელეგანტურ ბორდოსფერ პალტოში იყო გამოწყობილი და ბედნიერი ჩანდა.
და აი ისინიც! – 60 წლის ბრედ პიტმა, დაბადების დღეზე, შეყვარებული ოფიციალურად გამოაჩინა
ბრედ პიტი და ინეს დე რამონი დაქორწინებას არ აპირებენ – გაინტერესებთ მიზეზი?