LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინესს ერთი სული აქვს, თუ როდის სთხოვს მას ბრედი ხელს, ის კი უამრავ მიზეზს იგონებს“ – ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის რომანს „წყალი შეუდგა“

609
page

მსოფლიოს ყველაზე სასურველი მამაკაცის, ბრედ პიტისა და მისი ახალი რჩეულის, ინეს დე რამონის ურთიერთობის მიმართ საზოგადოების ინტერესი საკმაოდ დიდია.

წყაროს ინფორმაციით, ინესი უკვე დაიღალა ბრედთან გაურკვეველი ურთიერთობით. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან უყვარს და სურს სერიოზული ნაბიჯის გადადგმა, ბრედის დაყოვნებამ შეიძლება სერიოზულად დააზარალოს მათი ურთიერთობა

„ინესი აღმერთებს ბრედს, მაგრამ ის უკვე ეჭვობს, რომ მათი ურთიერთობის მომავალი ბუნდოვანია. ბრედი კვლავ ითრევს ფეხს და დროს წელავს, უამრავ რამეს იმიზეზებს, რათა ქორწინებას თავი აარიდოს. ამ დროს ინესს ერთი სული აქვს, თუ როდის სთხოვს მას ბრედი ხელს, – აცხადებს წყარო.

„ბრედი ინესზე ყურებამდეა შეყვარებული, მას არ სურს ყველაფერი ქორწინებით გააფუჭოს. ამიტომ, მან დე რამონზე დაქორწინება გადაიფიქრა. ბრედს იმდენად ცუდი გამოცდილება აქვს ამ საკითხთან მიმართებაში, რომ ის შიშობს და არ სურს კიდევ ერთხელ გარისკოს, ის ანჯელინას მიერ ტრავმირებულია“, – განაცხადა გასულ თვეს ინსაიდერმა.

„ბრედს ქალებში საშინელი გემოვნება აქვს და ის იმაზე სულელია, ვიდრე თქვენ გგონიათ“ – გვინეტ პელტროუს ბიოგრაფიული წიგნიდან მორიგი სკანდალური დეტალები ვრცელდება

„თავადაც შოკშია!“ – ბრედ პიტი და ინეს დე რამონი პრემიერის შემდგომ წვეულებაზე – უახლესი ფოტოები

ბრედ პიტმა ინეს დე რამონზე დაქორწინება გადაიფიქრა – ცნობილია მიზეზი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები