LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირებულ ერთ პაციენტს სეფსისი განუვითარდა – მარინა ეზუგბაია

367
2

“გუშინ 30 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და შედეგად სამთან მივიღეთ დადებითი პასუხი”, – ამის შესახებ ინფექციური საავამდყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-ია, რომელთაგან 42 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

მარინა ეზუგბაიამ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა. ერთის მდგომარეობა დამძიმდა.

“რაც შეეხებ ჩვენს პაციენტებს, ყველაზე მძიმეა ასაკოვანი ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც რისკის შემცველი ასაკისაა. თანმხლები დაავადებების გამო, დაავადება პროგრესირებს და ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია,” – აცხადებს ეზუგბაია.

ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ გუშინ საღამოს ინფექციური საავადმყოფო კიდევ ერთმა, მე-10 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

ასევე იხილეთ:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა

რამდენად უსაფრთხოა მარნეულიდან და ბოლნისიდან შემოტანილი პროდუქტი

magti 5g