“კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების წყარო დადგენილია”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამეციდინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, 4 ახალი ინფიცირებული პაციენტიდან ინფექციურ საავადმყოფოში 2 მოთავსდა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ერთი ტრილიონი დოლარი ხალხს: ტრამპი კორონავირუსთან საბრძოლველად ინიციატივით გამოდის
თითოეული ამერიკელი, ორი კვირის განმავლობაში, ათასი ამერიკული დოლარის ქვითარს მიიღებს.
“გუშინ მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. აქედან 31 ჩვენს ცენტრშია მოთავსებული. 1 პაციენტი ბინაზე გავწერეთ, თვითიზოლაციაშია. ვირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან 2 ჩვენთან არის გადმოყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, აღენიშნებათ დაბალი ტემპერატურა”, -აცხადებს მარინა ეზუგბაია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა
ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ახალი პაციენტების დაინფიცირების წყარო დადგენილია.
“ორი ინფიცირებულის წყარო დადგენილია. მათ კონტაქტი ჰქონდათ ჩვენთან მოთავსებულ პაციენტთან”, – აცხადებს ეზუგბაია.
შეგახსენებთ, უახლესი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.