საქართველოში კორონავირუსით 20-მდე ექიმი და შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია ინფიცირებული. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯარში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
“არის რამდენიმე შინაგანს საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია. არიან ექიმები, ვისაც დაუფიქსირდათ – მათი რიცხვი დღეს ოცამდეა. ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელიც, რის გამოც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება. ზოგადად, სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი”, – აღნიშნა ტიკარაძემ.
არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების 2 ექიმსა და 3 მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირები 420 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 107 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 5 პაციენტი კი გარდაიცვალა.