LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების 2 ექიმსა და 3 მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

372
BeFunky-collage (4)

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის ორ ექიმსა და სამ მძღოლს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად კორონავირუსი გამოუვლინდათ. ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებული ექიმები ორთაჭალაში მდებარე სასწრაფო დახმარების ფილიალში მუშაობდნენ.

“ფორმულას” ინფორმაციით, კორონავირუსი მათ მას შემდეგ დაუფიქსირდათ, რაც საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ.

უსაფრთხოების მიზნით ორთაჭალის სასწრაფო დახმარების ექიმები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ფილიალი მაშინვე დაიხურა, როცა ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ — 107. გარდა ამისა, ინფიცირებულთა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 5 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის კარანტინის რეჟიმში 5 160 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 579.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g