„სიტის“ ნახევარმცველი ჯეკ გრილიში Gucci-ის ელჩი გახდა.
ინგლისის ნაკრების 26 წლის ფეხბურთელმა ტანსაცმლის იტალიურ მწარმოებელთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმად გრილიში დაახლოებით 1.7 მლნ დოლარს მიიღებს.
„უდიდესი პატივით ვაცხადებ, რომ შევუერთდი Gucci-ის და გავხდი ბრენდის ელჩი“, – დაწერა გრილიშმა.