5 წლის ბიჭი – ინგლისში თვის საუკეთესო გოლის ავტორია.
BBC-ის ვერსიით დეკემბრის საუკეთესო გოლის ავტორად 5 წლის ბრედლი ლოუერი მიიჩნიეს.
ბიჭი მძიმედ არის ავად, სიმსივნის ერთ-ერთი რთული სახეობა დაუდგინეს. მან 14 დეკემბერს „სანდერლენდის“ წინასამატჩო ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა „ჩელსის“ წინააღმდეგ.
ბრედლის ასმირ ბეგოვიჩის კარში პენალტის დარტყმის საშუალება მისცეს. შემდეგ ორივე გუნდმა ბიჭს მაისურები უსახსოვრა.