LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინჯია და ელისაშვილი ამ რეალობას ვერ შეცვლის: სერგი კაპანაძე

106
ga8h5sza5l5jsp2

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ 51 დეპუტატს პარლამენტმა უფლებამოსილება არ შეუწყვიტა არაფერს ცვლის.

მისი თქმით ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და მათი არ ესრულების შემთხვევაში ქვეყანა მიიღებს ერთპარტიულ პარლამენტს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს პროცესი მაქსიმალურად გაწელოს, რომ ეს დრო გამოიყენონ პოლიტიკური ვაჭრობისთვის: ზაალ უდუმაშვილი

„ჩვენი მოთხოვა რჩება უცვლელი. თუ მართლა უნდა ხელისუფლებას შეთანხმება, მათ კარგად იციან რა უნდა გააკეთონ. ის წინადადებები, რაც დევს მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა განიხილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს.

ჩვენი სამი მოთხოვნა უცვლელია: “რადიკალური ოპოზიცია” „ოცნების“ მიცემულ შანზე უარს ამბობს 

ინჯია და ელისაშვილი ამ რეალობას ვერ შეცვლის. ყველამ კარგად იცის, რომ ეს არ არის რეალური ოპოზიცია. ეს არალეგიტიმური პარლამენტია, რომელიც არ ასახავს მოსახლეობის ინტერესებს“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატებისთვის მანდატების არგაუქმება არის არაკონტიტუციური, ეს კანონდარჩვევაა: ვახტანგ ხმალაძე

შეგახსენებთ, სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება – “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g