LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინსაიდერი“ ბრედ პიტის და ნიკოლ პოტურალსკის შესახებ: ისინი ჯერ კიდევ გასულ წელს ფლირტაობდნენ

563
bradgirlnews

56 წლის ბრედ პიტის და 27 წლის ნიკოლ პოტურალსკის რომანის შესახებ ყვითელ პრესაში ყოველდღიურად სულ უფრო მეტი იწერება და შესაბამისად, მეტი დეტალი ხდება ცნობილი. „ინსაიდერი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვარსკვლავმა 27 წლის მოდელი გასულ წელს გაიცნო. პირველად ისინი ერთად გასული წლის აგვისტოში, ბერლინში გამართულ წვეულებაზე დააფიქსირეს, რომელიც კვენტინ ტარანტინოს ფილმის – „ერთხელ ჰოლივუდში“ ბერლინური პრემიერის შემდეგ გაიმართა. პიტი ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

წყაროს ინფორმაციით, ისინი წვეულებაზე საკმაოდ თამამად ფლირტაობდნენ. ბრედი და პოტურალსკი ერთად შემდეგ უკვე ნოემბერში, ლოს-ანჯელესში გამართულ კენი უესტის კონცერტზე შენიშნეს.

ამ ეტაპზე შეყვარებულები ერთად ატარებენ შვებულებას საფრანგეთში, ბრედის კუთვნილ შატო „მირავალში“, რომელიც პიტმა ყოფილ მეუღლესთან, ანჯელინა ჯოლისთან ერთად შეიძინა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნიკოლ პოტურალსკი სულაც არ გახლავთ თავისუფალი. იგი 68 წლის როლანდ მერიზეა დაქორწინებული, რომელსაც ბრედ პიტთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. წყვილს 7 წლის ვაჟი, ემილი ჰყავს.

საინტერესოა, რომ  როლანდს არაფერი აქვს პიტის და თავისი ცოლის რომანის საწინააღმდეგო. მისი თქმით, ის და ნიკოლი ქორწინებას ადამიანების უმრავლესობისგან განსხვავებულად აღიქვამენ და ორივე მათგანი მომხრეა სურვილისამებრ პარალელური თავისუფალი ურთიერთობები იქონიონ.

68 წლის მერი ამაყობს საკუთარი ცოლით. „ის ძალიან მხიარული და საინტერესოა. თუ მას პიტი მოსწონს, ესე იგი ბრედს გაუმართლა“, – ციტირებს როლანდ მერის სიტყვებს „ინსაიდერი“.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები