LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში ახალი Jeep Wrangler-ის ფოტოები გავრცელდა

29

გამოცემა Motor1-მა Jeep Wrangler-ის ახალი თაობის პროტოტიპის ფოტოები გაავრცელა. გამოსახულებაზე კარგად ჩანს მომავალი მოდელის მაკეტის დიზაინი. აღნიშნული პროტოტიპი შესრულებულია სტანდარტულად Wrangler-ის კლასიკურ სტილში. ავტომობილის უკანა ნაწილი ფაქტიურად იდენტურია კომპანიის წინა თაობის მოდელის – Renegade.

გავრცელებული ინფორმაციით, Wrangler-ის ახალ თაობაში შენარჩუნებულია ძირითადი კონსტრუქციის მატერიალი, ასევე ფარები და დისკების ზომა.

ახალი ჯიპის პრემიერა 2017 წლისკენ დეტროიტის ავტოსალონში გაიმართება. მოდელის საბაზრო ვარიანტზე მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ოჰაიოში 2017 წლის სექტემბერში დაიწყება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები