ინტერნეტში გავრცელდა განახლებული Fort Mustang GT-ის ამსახველი ვიდეო. კუპე, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს, აღჭურვილია 2 ტიპის გამწევით. პირველი – 2.3 ლიტრიანი, ტურბინირებული 4 ცილინდრიანი ძრავია, რომელიც 310 ცხენის ძალის სიმძლავრისაა. რაც შეეხება მეორე აგრეგატს, იგი 5 ლიტრის ტევადობისაა და 435 ცხენის ძალას ანვითარებს.
ასევე, სპორტქარი მიიღებს ცხრასიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს, რომელიც Ford-ისა და General Motors-ის თანამშრომლობით შეიქმნა. ამ ეტაპზე Mustang-ისთვის ექვსდიაპაზონიანი ტრანსმისიაა ხელმისაწვდომი.
გთავაზობთ ვიდეოს:
https://youtu.be/CYTapi2s9DY