LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იონათამიშვილი: უხერხულია იმ იარაღის გადმოცემაზე საუბარი, რომელიც საქართველოს საკმაოდ ძვირად აქვს ნაყიდი – მთელი ეს რიტორიკა საუკეთესო მაგალითია, ვინ უჭერს მხარს, ქვეყანაში იყოს არეულობა

143
რატი იონათამიშვილი

„უხერხულია იმ იარაღის გადმოცემაზე საუბარი, რომელიც საქართველოს საკმაოდ ძვირად აქვს ნაყიდი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით იონათამიშვილი გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა. სტატიის თანახმად, მოთხოვნა მოიცავდა „ჯაველინის“ სისტემებსაც.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, მთელი რიტორიკა, საუკეთესო მაგალითია ლუსტრაციისთვის, ვინ უჭერს მხარს, საქართველოში იყოს არეულობა „ომის პარტიის“ მხრიდან.

„ძალიან უხერხულია იმ იარაღის გადაცემა-გადმოცემაზე საუბარი, რომელიც საქართველოს საკმაოდ ძვირად აქვს ნაყიდი. მთელი რიტორიკა, რაც მიმდინარეობს, საუკეთესო მაგალითია ლუსტრაციისთვის:

ვინ უჭერს მხარს, რომ საქართველოში იყოს არეულობა „ომის პარტიის“ მხრიდან და რა მიზნები აქვს არეულობას – თუ საქართველოში დატრიალდება უბედურება, მათ შანსი ჰქონდეთ, რაღაც სარგებელი იპოვონ.

ცხადია, „ნაცმოძრაობის“ ამ მოღალატეობრივ მიზნებს განხორციელება არ უწერია.

კასიანოვმა კონკრეტული ბრალდება გაახმოვანა აშშ-ის მიმართ, საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით, ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება – „ხალხის ძალა“

როცა ომში მყოფი ქვეყანა ითხოვს შეიარაღებულ მხარდაჭერას, ეს უცნაური შეიძლება არ იყოს, მაგრამ მაშინ, როცა საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით და ამაზე არ კეთდება ხაზგასმა, ცხადია, ეს უკვე მათი მხრიდან რელევანტური არ არის.“ – განუცხადა „პირველ არხს“ რატი იონათამიშვილმა.

სააკაშვილი: სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა – ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით

პოპულარულები