LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone 11 Pro-თი გადაღებული ვიდეო, რომელიც სელენა გომესმა ჯასტინ ბიბერს მიუძღვნა (ვიდეო)

1011
Selena-Gomez-Lose-You-To-Love-Me

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სელენა გომესმა ახალი სიმღერა და კლიპი გამოუშვა.

„Lose You to Love Me“ აღნიშნულ კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეოს  რეჟისორი სოფი მიულერია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  რეჟისორმა ამისთვის iPhone 11 Pro გამოიყენა.

გომესის გულშემატკივრები ერთხმად თანხმდებიან იმასზე, რომ აღნიშნული სიმღერა ჯასტინ ბიბერს ეძღვნება, რომელმაც გომესთან განშორების შემდგ, სულ რამდენიმე თვეში ჰეილი ბოლდუინს ცოლობა სთხოვა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სელენა გომესი სწორედ ჯასტინის დაოჯახების შემდეგ გახდა სოციალურად აქტიური.

სიმღერა მომღერლის  ახალ ალბომში შევა, თუმცა მისი გამოსვლის თარიღი  ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსნებთ, ვასრკვლავი ხანგრძლივად ავადმყოფობდა, თუმცა გასულ თვეს აქტიურად ჩაერთო თავის საქმიანობაში, ის ჯერ დოკუმენტალური მინი სერიალის „Living Undocumented” პრეზენტაციას დაესწრო, რისი აღმასრულებელი პროდიუსერიც თავად გახლავთ, ახლა კი მუსიკალურ კარიერას ჩვეული ენთუზიაზმით აგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები