iPhone X-ის პირველმა პარტიამ მხოლოდ 46,5 ათასი შეადგინა. Apple-მა ახალი პროდუქტით ჰოლანდიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მომარაგება დაიწყო. გასაყიდად გამოტანილი მოდელების რაოდენობა კი მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები აღმოჩნდა. ახალი iPhone ევროპულ ბაზარზე 3 ნოემბრიდან გამოჩნდება და როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, შემდეგი პარტია ბევრად მეტ მოდელს გააერთიანებს. რაც შეეხება პირველ სერიას, ის არსებულ მოთხოვნას ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს, რაც მის ღირებულებას კიდევ უფრო გაზრდის. საქმე ისაა, რომ სიახლე მართლაც დიდი მუშაობის შედეგია და სპეციალისტები მის დროულად დამზადებას ფიზიკურად ვერ ასწრებენ.