LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იპოდრომის ტერიტორიაზე ხეებში საწვავს ასხამენ და ახმობენ

332

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო მამუკელაშვილი “ფეისბუქზე” გამხმარი და მოჭრილი ხეების ფოტოებს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, იპოდრომის ტერიტორიაზე, ხეებს ნახვრეტებს უკეთებენ, საიდანაც დიზელის საწვავს ასხამენ მასში, იმისთვის რომ გახმეს.

ფოტოებზე ჩანს, როგორც დაზიანებული ასევე მოჭრილი ხეები.

მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოებს “დომუს დეველოპმენტი ახორციელებს. სადაც ხეების მოჭრის ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ ამ ხეების ნაწილი მათ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე საერთოდ არ არის.

“თამარაშვილის #13 მდებარე დომუსის სამშენებლო პროექტის კუთვნილ ეზოში ა.წ. 13 აპრილს მიმდინარეობდა ხეების გასხვლის გეგმიური სამუშაოები, რათა სამომავლოდ შეუფერხებლად განხორციელდეს კომპანია დომუსის დენდროლოგიური პროექტის მიხედვით გათვალისწინებული ოთხი სეზონის 5000 კვ.მ. სკვერის სამუშაოები

ეს არის სხვის მფლობელობაში მყოფ ტერიტორიაზე 2017 წლის 7 სექტემბრის ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული და გამხმარი ხეები. გაცნობებთ ასევე, რომ სწორედ კომპანია დომუსის დაკვეთით აღნიშნულ 2 ჰექტარზე თითოეული ხე აღწერილია, დანომრილია და შესწავლილია ქ. თბილისის ბოტანიკური ბაღის გამწვანების სამსახურის მხრიდან. ტაქსაციის პროექტი სრული დაცვით არის შესრულებული”,– ნათქვამია მათ განცადებაში.

 

https://www.facebook.com/nino.mamukelashvili/videos/pcb.2000136963360707/2000133630027707/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g