LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იპოვეთ განსხვავება – ჯო ჯონასის ყოფილი მეგობარი გოგონა, ტეილორ სვიფტი და მეუღლე, სოფი ტერნერი ერთმანეთის პირისპირ (ფოტო)

380
13888976-0-image-a-44_1558659335524

ჯო ჯონასის ექს-გერლფრენდი, ტეილორ სვიფტი და მეუღლე, სოფი ტერნერი გრეამ ნორტონის შოუში ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.

ამერიკელი მომღერალი გადაცემაში ახალი სინგლით ME! წარდგა, ინგლისელი მსახიობი კი შოუს მაიკლ ფასბენდერთან, ჯესიკა ჩესტეინთან და ჯეიმს მაკევოისთან ერთად, ,,ბნელი ფენიქსის” საპრეზენტაციოდ სტუმრობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გოგონების მსგავსებამ ინტერნეტში დიდი აურზაური გამოიწვია. მართალია, ერთმანეთის წინ მსხდომ ლამაზმანებს უხერხულობა არ უგრძვნიათ, თუმცა მათი იდენტურობა საზოგადოებისთვის უდავოდ თვალშისაცემი იყო.

შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტი და ჯო ჯონასი ერთმანეთს 2008 წელს მხოლოდ 3 თვით ხვდებოდნენ, ამ უკანასკენელისა და სოფი ტერნერის რომანი კი, რომელიც მიმდინარე წლის 1 მაისს ქორწილით დაგვირგვინდა, სტარტს 2016 წლის ნოემბერიდან იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები