კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია სრულიად გამორიცხულია“.
„იქ, სადაც მე ვარ, რაშიც მე ვმონაწილეობ, ამ სრულად გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია სრულიად გამორიცხულია. ხალხს ხმა უნდა დაუბრუნდეს და სახელმწიფოს – სამართლიანი არჩევნების ინსტიტუტი!“, – წერს ნიკა გვარამია.