LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ჭეიშვილი: „ბათუმში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 45 631 ხმა, ჯამში, ოთხივე პარტიას მოვუგეთ დაახლოებით 6 000 ხმით, მეორე ადგილზე მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუგეთ 33 700 ხმით – ამის შემდეგ რომ იტყვით არჩევნები გაყალბდაო, უნამუსო უნდა იყო ადამიანი“

159
ირაკლი ჭეიშვილი

„ქართული ოცნების“ აჭარის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ჭეიშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და ბათუმში მიღებულ ხმების რაოდენობაზე წერს.

როგორც ჭეიშვილი აღნიშნავს, ბათუმში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 45 631 ხმა, ჯამში ოთხივე ოპოზიციურ პარტიას დაახლოებით 6 000 ხმით, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ 33 700 ხმით მოუგო.

„ბათუმში, ქართულმა ოცნებამ მიიღო 45 631 ხმა. პარლამენტში შესულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში მიიღო 39 859 ხმა.

  • 4- 10 684
  • 5 – 11 879
  • 9 – 7 011
  • 25 – 10 285

ჯამში, ოთხივე პარტიას მოვუგეთ დაახლოებით 6 000 ხმით. რაც შეეხება მეორე ადგილზე მყოფ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას, მოვუგეთ 33 700 ხმით.

ამის შემდეგ რომ იტყვით არჩევნები გაყალბდაო, უნამუსო უნდა იყო ადამიანი. სინდისი გეყოთ და აღიარეთ შედეგები“, – წერს ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში.

ბათუმში, ქართულმა ოცნებამ მიიღო 45 631 ხმა პარლამენტში შესულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში მიიღო 39 859 ხმა. 4- 10…

Posted by ირაკლი ჭეიშვილი on სამშაბათი, 29 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g