ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო გეგმის შესრულების ანგარიშით წარსდგება.
დაახლოებით სამ კვირაში პარლამენტში დაგეგმილ მოსმენას დადებითი მოლოდინებით ხვდება უმრავლესობა.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათ წინ საქმიანი განხილვები ელით. მმართველი გუნდი მოუწოდებს ოპონენტებს პროცესში აქტიურად ჩაერთონ.
როგორც ცნობილია, ანგარიშის წარდგენის დროს პრემიერი ევროინტეგრაციაზე გაამახვილებს ყურადღებას. აგრეთვე ისაუბრებს უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასა და სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე.
პრემიერამდე მუშაობის ანგარიშს დეპუტატებს 8 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე ჩააბარებს.
“საზოგადოებას საშუალება ექნება შეაფასოს, რა კეთდება ქვეყანაში, სად არის ჩამორჩენა, სად გვაქვს წინსვლა. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებიც უნდა ჩართონ საკითხების პროფესიონალურ განხილვაში. ვიკამათოთ კონკრეტულ თემაზე, ამოცანებზე,” – განაცხადა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.