LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი პატრიოტი, ვაჟკაცი, ღირსეული პრემიერია – ტყუილად ნუ შექმნიან ცრუ აჟიოტაჟს ოპოზიციურ პარტიებში, მიხედონ თავიანთ, პრაქტიკულად განულებულ ნდობას: ალუდა ღუდუშაური

77
ზნ

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 35% ცუდად აფასებს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ალუდა ღუდუშაური ეხმიანება და ამბობს, რომ „დღეს ქვეყანას ჰყავს პრემიერი, რომელიც პატრიოტი, ვაჟკაცი, საქმეზე ორიენტირებული, ქვეყნის ინტერესების დამცველი და ნამდვილად ღირსეული პრემიერია“.

NDI: პრემიერის საქმიანობას გამოკითხულთა 35% ცუდად აფასებს – 2020 წელს გახარიას უარყოფითად მხოლოდ 17% აფასებდა

მისივე განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ტყუილად ცრუ აჟიოტაჟი არ უნდა შექმნან და თავიანთ, პრაქტიკულად განულებულ ნდობას მიხედონ.

NDI: მოსახლეობის 43% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

„ქართული ოცნება“, რომელიც მაღალი პასუხისმგებლობის პოლიტიკური ძალაა, კვლავაც აგრძელებს ხალხისა და ქვეყნის საჭიროებებზე ფოკუსირებას. ჩვენი საზრუნავი არის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის უკეთესი მომავლის შექმნა. ამაში მთლიანად ჩვენი გუნდია ჩართული.

ბატონი პრემიერის არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნა გაჟღერებული ბოლო პერიოდში და თქვენ იცით, როგორ აღიზიანებს და არ ახარებს ეს ქვეყნის მოძულე, დესტაბილიზაციაზე მომზირალ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია.

„ქართული ოცნება“ – 24%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 9%, „არცერთი პარტია“ – 58% – „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან“ NDI-ის კვლევა

დღეს ქვეყანას ჰყავს პრემიერი ბატონი ღარიბაშვილის სახით, რომელიც პატრიოტი, ვაჟკაცი, საქმეზე ორიენტირებული და ქვეყნის ინტერესების დამცველი, ნამდვილად ღირსეული პრემიერია. მესმის, რომ ეს ოპოზიციას აღიზიანებს. მესმის, რომ იმ ძალებს, რომლებიც ქვეყნის წინსვლას აფერხებენ, აღიზიანებთ ქვეყნის განვითარება და მათთვის ეს მიუღებელია. ამიტომ ეს კვლევები ერთია და მეორე ქვეყნის ამომრჩევლის განწყობა, რაც კარგად დავინახეთ და გამოჩნდა არჩევნებზე. ყველას ვურჩევდი, იხელმძღვანელოს იმ შეფასებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა გააკეთეს და ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით, “ქართულ ოცნებას” აქვს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც ვდგამთ ჩვენ და დგამენ ამ გუნდის ლიდერები, რასაც დგამს ბატონი პრემიერი. ამიტომ, ტყუილად ნუ შექმნიან ცრუ აჟიოტაჟს ოპოზიციურ პარტიებში, მიხედონ თავიანთ პრაქტიკულად განულებულ ნდობას. ჰკითხეთ რიგით ადამიანებს, ოპოზიციური პარტიებიდან რომელიმეს თუ ესინჯება პოლიტიკური პულსი“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g