ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი ძალაშია.
მისი თქმით, შარლ მიშელთან შეხვედრები იქნება კიდევ და ეს არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის 19 აპრილის შეთანხმებას უკავშირდება.
კიევში პრემიერი ღარიბაშვილი პრეზიდენტ მიშელს შეხვდა
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა საუბარი შეთანხმების შინაარსთან, საუბარი იყო იმ საკითხებზე, რაც გაცხადდა მედიისთვის და რაც ითქვა, საუბარი იყო იმ რეფორმებზე, რომელიც გათვალისწინებულია იმ დღის წესრიგით, რომელზეც ვთანხმდებით ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის გათვალისწინებით.
შეთანხმებაში დაბრუნება არ განიხილება. ზოგადად პოლიტიკური პროცესი არის თვითონ ისეთი, რომელიც მოითხოვს დიალოგს და მოლაპარაკებებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს კიევში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.
