LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირაკლი კობახიძე ჩემს ელენიკოზე ლაპარაკობს, რამდენიმე უნივერსიტეტიდან ჰქონდა დაფინანსება“ – ლაშა ბასლანძის თქმით, სტუდენტებს შორის, რომელთაც აშშ-ის საელჩომ ვიზაზე უარი უთხრა, მისი შვილიც არის

24541
ლაშა და ელენე

პროდიუსერი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ აშშ-ში ანსამბლ „მართვეს“ 50 წევრს აშშ-ში გასამგზავრებელი ვიზები არ მისცეს. ამავე განცხადებაში კობახიძემ დასძინა, რომ მან იცის იმ სტუდენტების შესახებაც, რომლებმაც ასევე ვერ მიიღეს ვიზები ამერიკაში. როგორც ლაშა ბასლანძე წერს, ერთ-ერთი ასეთი სტუდენტი მისი ქალიშვილი – ელენეა:

„ანსამბლი „მართვე“ მიდიოდა აშშ-ში, შეიტანეს ვიზაზე მოთხოვნა, თუმცა მთელი ანსამბლი დატოვეს საქართველოში​.. ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა“ – ირაკლი კობახიძე

„ჩემს ელენიკოზე ლაპარაკობს ირაკლი და კი რამდენიმე უნივერსიტეტიდან ჰქონდა დაფინანსება და ეს ამბავი მთელმა საქართველომ იცის. მანამდე ორჯერ იყო ნამყოფი. გაეროს მოდელირებულ სხდომაზეც კი იყო ნიუ იორკში და სიტყვით წარდგა, მაგრამ დეგნანის კანტორამ გადაწყვიტა, რომ აი, ასე დავესაჯეთ..

იმედია, მალე წავა ეს განაცებული ფაშისტი ამ ქვეყნიდან და ჩამოვა ვინმე ნორმალური, რომ ისევ ისე, როგორც ადრე, წარმოდგენა დაგვიბრუნდეს ჩვენთვის სანატრელი ქვეყნის საელჩოზე!“

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ასე ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას:

„ყოველ წელს ათასობით ქართველს ვიღებთ აშშ-ში, მათ შორის კულტურული და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, რომელიც საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია. გასულ თვეს, ბალეტის 30 მოცეკვავეს მიეცა ვიზა აშშ-ში გასამგზავრებლად.

ასევე, გასულ კვირას ვიზა მიიღეს ქართველმა მომღერლებმა და მოცეკვავეებმა, რომლებიც მიემგზავრებიან აშშ-ში, რომ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში კონგრესის ბიბლიოთეკაში. ვიზის მიღების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ონლაინ და ასევე ვიძლევით რეკომენდაციებს, როგორ არის შესაძლებელი ვიზების მიღება. თუკი ადამიანები ამ წესებს დაიცავენ, ისინი მიიღებენ ვიზებს, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, ეს ფაქტია..“

ცნობისათვის, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 17 მაისს განაცხადა, რომ ანსამბლი „მართვე“ მიდიოდა აშშ-ში, ვიზაზე მოთხოვნა შეიტანეს, თუმცა, ირაკლი კობახიძის თქმით, მთელი ანსამბლი საქართველოში​ დატოვეს. კობახიძის თქმით, „ამერიკის ელჩმა ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს“.

 

magti 5g