„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე „ფორტუნას“ კითხვებს უპასუხა.
კითხვაზე, ვის მიიჩნევს მთავარ კონკურენტად 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, ირაკლი კობახიძე პასუხობს:
„სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ისევ მეორე ადგილზე გავა „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ შემთხვევაში ნიკანორ მელია. ძალიან მძიმე რეალობაა, მთავარი კონკურენცია წარიმართება ამ კუთხით, ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება, მმართველი პარტია და ჩვენ გვინდა და დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ უმრავლესობის მოპოვებას, შევძლებთ ყველა საკრებულოში გამარჯვებას. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს.
მეორე მხარეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც სურს რევანში და ეს რევანში უბრალოდ ვერ შედგება“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეს არის პიარული ტრიუკი, ჩამოსვლისთვის ბილეთის გამოქვეყნება საკმარისი არაა – ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე