პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არ დაესწრება.
„ფორტუნას“ აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძეს შესაბამისი მიწვევა არ მიუღია.
დავოსის 2026 წლის ეკონომიკური ფორუმი 19-23 იანვარს გაიმართება.
