LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებით სამარცხვინო სპეკულაციები იყო.. ფეხბურთელზე პოლიტიკური წნეხის მცდელობა მიუღებელია, თავის დროზე გუნდის დაყენებაში ერეოდა მაშინდელი მმართველი პარტია და როგორი იყო ფეხბურთის შედეგები, ყველას გვახსოვს“

155
ირაკლი კობახიძე

„ამ დღეებში თქვენ მოისმინეთ სამარცხვინო სპეკულაციები კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებით, ესეც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ესეც ერთგვარი წნეხია ფეხბურთელზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს და თქვა, რომ ფეხბურთელზე პოლიტიკური წნეხის განხორციელება აბსოლუტურად მიუღებელია.

ირაკლი კობახიძე: „მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება“

ირაკლი კობახიძის თქმით, „ფეხბურთელი თავიდან ბოლომდე დაცლილი უნდა აიყოს პოლიტიკური კონტექსტისგან და თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული უნდა იყოს თამაშზე“.

„მინდა გავიხსენო ძველი პრაქტიკა შედარებისთვის, რადგან ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ხოლმე, საქმე სხვანაირად წარმოაჩინონ. მახსენდება მოვლენები წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის არჩეული პრეზიდენტი მეორე დილას გადადგა.

ასეთი ამბები ხდებოდა მაშინ ქართულ ფეხბურთში. მახსოვს, მაშინდელი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დღეს პარლამენტის წევრიც არის ოპოზიციიდან, როგორ შევარდა ფეხბურთის მოედანზე და როგორ ჩაარტყა წიხლი საფეხბურთო მსაჯს. ასეთი რაღაცები ხდებოდა, მაშინ გუბერნატორი იყო ეს ადამიანი.

მახსენდება ნორჩი დინამოელის უნიკალური საფეხბურთო ბაზის გასხვისება თბილისში, ასევე ბათუმის სტადიონის დანგრევა. წლების მანძილზე ბათუმი, ეს საფეხბურთო ქალაქი, დარჩენილი იყო სტადიონის გარეშე. მახსოვს შემთხვევები, როდესაც შემადგენლობის დაყენებაში პირდაპირ ერეოდნენ მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები, იყო გარკვეული სპეკულაციები. ამ დღეებში თქვენ მოისმინეთ სამარცხვინო სპეკულაციები კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებით.

ესეც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ესეც ერთგვარი წნეხია ფეხბურთელზე. ფეხბურთელი თავიდან ბოლომდე დაცლილი უნდა აიყოს პოლიტიკური კონტექსტისგან და თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული უნდა იყოს თამაშზე.

როდესაც ასეთ დროს არის მცდელობა, რომ ფეხბურთელზე პოლიტიკური წნეხი განხორციელდეს, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. თავის დროზე იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც გუნდის დაყენებაში ერეოდა პირდაპირ პოლიტიკა, მაშინდელი მმართველი პარტია და როგორი იყო ფეხბურთის შედეგები, ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ჩვენს ნაკრებში იყვნენ ღირსეული და ძალიან წარმატებული ფეხბურთელები, ფეხბურთი ვერ აღწევდა წარმატებას გამომდინარე იქიდან, რომ მიდგომები იყო განსხვავებული“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g