LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

115
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებს შეეხო. მხარეებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების დინამიკა და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები განიხილეს.

აღინიშნა, რომ კოვიდპანდემიისა და შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველოში განხორციელებულმა სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ დადებითი შედეგი მოიტანა ყველა სექტორში.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების მნიშვნელობასა და როლზეც, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვით დაგეგმილი რეფორმების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები