LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

117
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მაჩიე ჩურას შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპის საინვესტიციო ბანკთან, როგორც  წამყვან საფინანსო ინსტიტუტთან წარმატებულ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებზე, ამ კონტექსტში განსაკუთრებულად აღინიშნა  აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მიმდინარე პროექტის მნიშვნელობა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და მაკროეკონომიკური ტენდენციების პოზიტიური დინამიკა.

ცნობისთვის, ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე საინვესტიციო პროექტებში 1.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები