LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძემ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

137
ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, შეხვედრის გაუქმება გუშინ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აქციაზე მისვლას უკავშირდება.

„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – წერია მთავრობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი მივიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g