LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

127
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას სტუმრობს, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე ათათურქის მავზოლეუმში დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

„პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას და ათათურქის მუზეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას დღეს ეწვია. დღესვე მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში. ირაკლი კობახიძეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს.

საქართველოს დელეგაციაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მუსტაფა ქემალ…

Posted by საქართველოს მთავრობა on ხუთშაბათი, 16 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g