“გიდასტურებთ კონსულტაციებს, თუმცა გადაწყვეტილება არ არის მიღებული,” – ასე უპასუხა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ, ჟურნალისტების კითხვას მის ვიცე-მერად ხელმეორედ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.
არსებული ინფორმაციით, ახლადარჩეული მერის პირობებში ვიცე-მერის პოსტი ირაკლი ლექვინაძემ შესაძლოა, შეინარჩუნოს. ნარმანიას დანარჩენ მოადგილეებს კი პოსტების დატოვება მოუწევთ.
ჯერჯერობით უცნობია, კახა კალაძე მოადგილეების თანამდებობაზე ვის წარადგენს. მოვალეობის შესრულებას ის ორშაბათიდან იწყებს.