ბიზნესმენ ირაკლი პაპიაშვილის ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით დაკავებული გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც მე-9 დღეა შიმშილობს, პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც პაპიაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, ჩიკვაიძის მდგომარეობა მძიმეა.
„9 დღეა, რაც შიმშილობს! ცოტა ხნის წინ გიორგი გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში! გიორგის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე!
ეკა ბესელია: „გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს – უთხრეს, რომ დღეს გადაიყვანენ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ, ალბათ, საჭიროებს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში იყოს“
ჩიკვაიძე, რომელიც მე-9 დღეა შიმშილობს, ბესელიამ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.
ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და ასევე, პენიტენციურის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ მისი ანალიზების პასუხები ძალზე საყურადღებოა!
დღეს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დავალებით, გიორგი მოინახულა ეკა ბესელიამ, რომელიც აღწერს გიორგის მდგომარეობას. გიორგის პოზიცია და შემართება უცვლელია, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!“,- წერს პაპიაშვილი.
როგორც გიორგი ჩიკვაიძის დედამ , ეკა წერეთელმა “ინტერპრესნიუსთან” სატელეფონო საუბარში განაცხადა, მისი შვილი მე-18 დაწესებულების კლინიკაშია გადაყვანილი.
“ახლა გადაიყვანეს. მე მანამდე მივედი, შევაგზავნე მისი პირადი ნივთები და ჯერ კიდევ საკანში იყო და შეგზავნის მომენტში, უკვე ინფორმაცია მომაწოდეს, გადაიყვანესო და შემდეგ ზარიც შემოვიდა ჩემს ტელეფონზე პენიტენციური მე-18 დაწესებულებიდან, რომ თქვენი ვაჟი, გიორგი ჩიკვაიძე ჩვენს საავადმყოფოშია შემოყვანილიო”, – განაცხადა ეკა წერეთელმა.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.
Giorgi Chikvaidze 9 დღეა, რაც შიმშილობს! ცოტა ხნის წინ გიორგი გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში! გიორგის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე! ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და ასევე, პენიტენციურის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ მისი ანალიზების პასუხები ძალზე საყურადღებოა! დღეს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დავალებით, გიორგი მოინახულა ეკა ბესელიამ, რომელიც, აღწერს გიორგის მდგომარეობას. გიორგის პოზიცია და შემართება უცვლელია, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!!!!!!
Posted by Irakli Papiashvili on ხუთშაბათი, 20 მარტი, 2025