LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქადაგიშვილი: „ბოდიშის მოხდა არის შერიგების აუცილებელი პირობა, ამან ოპოზიცია შეძრა, მათ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ უნდათ“

138
ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი

„შერიგების დროს ერთმანეთის მიმართ ბოდიშის მოხდა ყოველთვის ხდება, რადგან ეს არის შერიგების აუცილებელი პირობა, ამან ოპოზიცია შეძრა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ოპოზიციას მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ სურს და მათი ინტერესი დესტაბილიზაციაა.

„ილია ჭავჭავაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში ღალატი ვერასდროს გაიმარჯვებს… არც გიორგი ანწუხელიძეს, არც არცერთ გმირს არავისთან ბოდიში მოსახდელი არ აქვთ“ – გიორგი ბოტკოველი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანაშაულები, რომლებიც ქართველი ერის წინაშე ჩაიდინა, მათ შორის 2008 წლის ომის პროვოცირებით და ქვეყანაზე ამხელა უბედურების თავდატეხით, მათთვის და მათი პატრონებისთვის მიუღებელია, რომ საქართველომ მართლაც რეალური სამშვიდობო შერიგების პოლიტიკა აწარმოოს აფხაზებთან და ოსებთან, რადგან ეს შეიძლება, ნიშნავდეს შესაძლებლობების ფანჯრის გახსნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

ეს თავის თავში შერიგებას, ურთიერთმიტევებას მოიცავს და ძლიერის მხრიდან ეს პირველი ნაბიჯი უნდა იყოს.

ლევან ბეჟაშვილი: „მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე – სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა“

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივმა განცხადებამ სრულიად საქართველო შეძრა.

შერიგების დროს ერთმანეთის მიმართ ბოდიშის მოხდა ყოველთვის ხდება, რადგან ეს არის შერიგების აუცილებელი პირობა. ამან ოპოზიცია შეძრა, ვაითუ, მართლა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით ახალი პოლიტიკის დამკვიდრებაო. როგორ ლაჩარს სჩვევია, ვინც ადამიანები ბრძოლის ველზე მიატოვა და დატოვა, გმირების ხსოვნას ამოეფარნენ ზურგს უკან.

„ეს არის სცენარი, რომელიც არა თუ მთლიანად „ათეთრებს“ რუსეთის ქმედებებს, არამედ წარმოადგენს მათ ნამდვილ მშვიდობისმყოფელებად, რომლებმაც დაიცვეს ოსი ხალხი გენოციდისგან“ – გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე

ეს არის მათი სამარცხვინო ქმედების შინაარსი. მათ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ უნდათ. მათი ინტერესია მხოლოდ დესტაბილიზაცია“. – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g