LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქადაგიშვილი: მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს აშანტაჟებს და ეუბნება, თუ გინდა, რომ შენი იმპიჩმენტის საკითხი არ გავიდეს, მანამდე იქნება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აქტი

135
fot

„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი იმპიჩმენტის საკითხით აშანტაჟებს.

აღნიშნულის შესახებ ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“პოზიციაზე, იმ დროს, როცა პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დაიწყება, ისინი სხდომათა დარბაზში არ შევლენ.

„მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აშანტაჟებს პრეზიდენტს და ეუბნება, თუ გინდა, რომ ჩვენ არ შევიდეთ და შენი იმპიჩმენტის საკითხი არ გავიდეს ჩვენ ამ ნაბიჯს გადავდგამთ, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ მანამდე იქნება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აქტი.

თვითონ რადიკალური ოპოზიცია და ზოგადად ოპოზიცია შეუთანხმებლობაშია და „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე პროცესები კიდევ ცალკე, შიდა დაქსაქსულობის მკაფიო მაჩვენებელია. ამ შემთხვევაში, მმართველი პარტიის პოზიცია მარტივად გასაგებია, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ არ მომხდარიყო კონსტიტუციის იმგვარი დარღვევა, რომელიც ქვეყანაში რადიკალიზაციის და მმართველობითი სისტემის აღრევას გამოიწვევდა. სწორედ ამის პრევენციისთვის ერთადერთი სწორი და სამართლებრივი გზა ავირჩიეთ, საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი და ეს გზა, იმპიჩმენტის მექანიზმის ამოქმედებაზე გადის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები