„მივმართავ ახალგაზრდებს, ვინც რუსი ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით და გულახდილად გჯეროდათ იმის, რაც რადიკალებმა გითხრეს – ქართული ხომ იცით? მეხსიერება ხომ გაქვთ? მათ ახლა პოზიცია შეცვალეს და ეს უნდა გაატაროთ?! უნდა გადაყლაპოთ, რომ ამ ნაბიჭვრებმა გამოგიყენეს?! მათი პირადი ინტერესებისთვის როგორ აგაბურთავეს და ახლა რა – ჩუმად ხართ?! ბიჭებო, ეს სწორი არ არის! – ხვალ, ზეგ ამათი როგორ უნდა დაიჯეროთ?!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ოპოზიციამ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე საკუთარი რიტორიკა შეცვალა, „რადგან მათ ამის გამო ხალხისგან სახეში ალიყური მოხვდათ“.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციამ თავის დროზე ამ თემასთან დაკავშირებით ახალგაზრდები გამოიყენა, შემდეგ კი „გადააგდო“:
„ამ რადიკალებს სირცხვილის ნატამალიც არ შერჩათ. ჩვენ ოპოზიციის ამაზრზენ მოქმედებებს, რაც მათ ახასიათებთ, კარგად ვხედავთ – ჯერ მიტინგებს გვიწყობდნენ, რუსეთს სანქციები დაუწესეთ და ფრენები გააუქმეთო, მაგრამ დღეს როგორი შეცვლილი რიტორიკა აქვთ?!
რა დონეზე უნდა დაეცე, რომ რიტორიკა ასე შეცვალო – ლაკა, მაინტერესებს, აეროპორტში ახალგაზრდები რომ მიიყვანე და არბენინებდი: ფრენები უნდა შეწყდესო, ახლა როგორ არის?! გვარამიამ თქვა, ჩვენ რუს ტურისტებზე პრობლემა არ გვქონიაო – შეიცვალეთ პოზიცია?! სამარცხვინოები ხართ!
მინდა ახალგაზრდებს მივმართო, ვინც იქ იდექით, ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით და მართლა გულახდილად გჯეროდათ, რაც გითხრეს – სადა ხართ ბიჭებო? ვინც იმ სიცხეში მიგიყვანათ, კვერცხები გასროლინათ და შემდეგ ჯარიმებიც გადაიხადეთ, ამ ორგანიზატორებმა ახლა პოზიცია შეცვალეს და ამბობენ, ჩვენ რუსი ტურისტების წინააღმდეგი როდის ვიყავითო – რუსული ფულიც კარგია და დახარჯონო, ფრენებიც კარგია და ჩვენი ექსპორტიც უნდა გავიდესო…
„სავარაუდოდ, იქაც [ევროპაშიც] მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ.. დაე დავსანქცირდე“ – ირაკლი ზარქუა
მისი განცხადებით, ამ დრომდე არავისგან მიუღია პასუხი მმართველ გუნდს, რატომ არ უნდა მიეღო პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
მათ ახლა პოზიცია შეცვალეს და ეს უნდა გაატაროთ?! – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“