„უკრაინის მაღალჩინოსნები როცა მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, პოლიტპატიმარს უწოდებენ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს, ეს არ ტოვებს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„ყველა პლატფორმაზე, არა მხოლოდ თქმით, საქმითაც ვადასტურებთ, რომ უკრაინის გვერდით ვართ, რადგან გვჯერა, გვწამს, რომ ადრე თუ გვიან, სამართლიანობა იზეიმებს და როგორც უკრაინა აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე საქართველოც.
„ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას“ - მოულოდნელი ვიზიტი და დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას: ბაიდენის მთავარი გზავნილები
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, დახმარების პაკეტი მოიცავს მეტ სამხედრო ტექნიკას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალას, მეტი ჯაველინებსა და ჰაუბიცებს.
დიახ, 24 თებერვალს მიწვეული ვართ ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა უარს ვამბობთ, რადგან როდესაც უკრაინის მაღალჩინოსნები მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როდესაც პოლიტპატიმარს უწოდებენ პატიმარ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს ჩვენი და ევროპულო სასამართლოს მხრიდან, მგონია, რომ ეს არ ტოვებს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, ყველაფერს ვაკეთებთ ყველა დონეზე, საერთაშორისო დონეზე. ბევრმა ძლიერმა სახელმწიფომ ვერ გაბედა ის, რაც საქართველომ გაბედა, მათ შორის საერთაშორისო პლატფორმაზე, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინის მაღალჩინოსნები ჩვენს ქვეყანას მოუწოდებენ, იქნებ მეორე ფრონტი გახსნათ და შეგვეხიდოთ ამ მკვლელობებში, შემდეგ კიდევ დაამატეს, თურმე სააკაშვილი პოლიტპატიმარია, არადა ზეპირად იციან, რა ბრალდებისთვის არის ის ციხეში. კიდევ ერთხელ, რუსეთი დამარცხდება და თავისუფალი სამყარო გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.