LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „როდესაც პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი – შიმშილობა არ იქნება ინდულგენცია, რომ პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდეს რომელიმე პირი“

122
zarqua_w_h

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას ამბობს, რომ მზია ამაღლობელმა იმ დღეს პოლიციელებს ზურგზე უცენზურო სტიკერები დააკრა. ამის შემდეგ იგი ხელწერილით გამოვიდა, თუმცა მალე, ნახევარ საათში, პოლიციელს სახეში სილა გაარტყა. ზარქუა თქმითვე, ამის პასუხად შესაბამისმა უწყებებმა ადეკვატური რეაგირება განახორციელეს.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ საქართველო მოქმედებს კანონებით და ბულინგით ვერ შეაშინებენ და ვერც დააჩოქებენ ქვეყანას.

„ელჩებს მინდა მივმართო, განსაკუთრებით ბატონ ფიშერს, ნაცმოძრაობის წარმომადგენელია გერმანიის ელჩი საქართველოში, ბატონი ფიშერი. მე მაინტერესებს თქვენს ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას, თქვენს პოლიციელს თქვენმა მოქალაქემ სახეში რომ სილა გაარტყას, იმას სახლში გაუშვებთ? მაგაზე რეაგირება არ გექნებათ? თუ ეს საქართველოა და აქ მოსულა, როგორც გინდათ ისე შეგიძლიათ კანონები გადაათამაშოთ? და თქვენ გგონიათ, რომ აქ ჩვენ წესრიგი არ გვაქვს, აქ პოლიციელს ღირსება არ გააჩნია? ეს არის თქვენი მიდგომა? შეგშლიათ თქვენც და დანარჩენ ელჩებსაც თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ამტკიცებთ, რომ თურმე ეს არ ყოფილა შეურაცხყოფა, უბრალოდ ხელი მოიქნიაო, ისეთი მტკივნეული რა იყოო. სირცხვილია ბატონები, ამ მიდგომას არ გაგიტარებთ.

ეს არის სახელმწიფო, საქართველო, რომელიც მოქმედებს კანონებით. კანონის მიხედვით, როდესაც შენ პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ასე ვუყურებთ და ეს ასე არის. ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება. ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებლობა ის არის, რომ სამედიცინო სერვისი დროულად და ხარისხიანი გაუწიოს მსჯავრდებულს. დანარჩენი, მსჯავრდებულის გადასაწყვეტია იშიმშილებს თუ არა. ეს ერთი, და მეორე, მინდა გავიხსენო ის პარალელები, გახსოვთ სააკაშვილთან დაკავშირებით როდესაც ევროპარლამენტიდან, ევროსტრუქტურებიდან, სენატიდან, კონგრესმენები, მთელი მდიდარი “ენჯეოშნიკები” ჩართულები რომ იყვნენ და გვეუბნებოდნენ, თურმე ვკლავდით, ვწამლავდით, ვაშიმშილებდით, გახსოვთ ეს მუქარები და შანტაჟები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორ დამთავრდა? – ჩვენ მაშინაც ვამბობდით, უბრალოდ იკვებოს და კარგად იქნება. რაც შეეხება სამედიცინო სერვისს, როგორც სააკაშვილს უწევდა მაშინ იუსტიციის სამინისტრო, ზუსტად ანალოგიურად, ახლაც, ყოველდღე არის მონიტორინგის ქვეშ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, შიმშილობა არ იქნება ინდულგენცია, რომ პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდეს რომელიმე პირი. დააშავებ? – ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და იქნება მსჯელობა და მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას. ხოლო ის ბულინგი და მცდელობა, ეს კინო ნანახი გვაქვს და ამით ვერც შეგვაშინებთ და ვერც დააჩოქებთ ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g