„რადიკალები და უსამშობლოები დაბნეულები არიან, არ იციან რა ქნან, რადგან ელოდებიან პატრონებისგან რა „მესიჯ“ ჩამოვა, როგორ და რანაირად ჩაერთონ არჩევნებში – რეიტინგი არ აქვთ და ისევ იმას ვერ იტყვიან, გაჟონა და იმიტომ წავაგეთო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა
როგორც მან ჟურნალისტებთან ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვასთან დაკავშირებით აღნიშნა, ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას თუ მიიღებს, პირწმინდად დამარცხდებიან.
„გაჟონვის თემაც წარსულს ჩაბარდა და რა ქნან ახლა? თან ის მზეთუნახავიც [მიხეილ სააკაშვილი] გაბრაზებულია, აწვება თავის „კარენოი“ პარტიას და ეუბნება ხმა ამოიღეთ, რატომ ხარ ჩუმადო. ჩემი „ხაბე“ გააღვიძეს, ჩაერთო დიდ პოლიტიკაში.
იქიდან კიდევ ერთი „ნაცაქტივისტი“ ამბობს, რომ ჩვენ მონაწილეობას კატეგორიულად არ მივიღებთო, „ხაბე” ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ხაზარაძეები დუმან. ისე, შეგახსენებ, წალენჯიხაში ვალდებულებები რომ აიღე, ბოლომდე მიიყვანე ის თეატრი თუ შუა გზაში გაჩერდი? გასაბერი აუზი რომ გაგვიკეთე, ჩაიფუშა – ან ისევ დაგვიბერე, ან გაიტანე, ვერ ჩაგითვლით.
დაბნეულები არიან, რა უნდა ქნან ახლა? ვისთან უნდა მივიდნენ? მონაწილეობას თუ მიიღებენ პირწმინდად დამარცხდებიან. თან ახლა ის ფონდები არ ჰყავთ, რომლებიც „უპრავებდნენ” იმ სიგიჟეებს – ტრამპმა დახურა.
გია ვოლსკი: „გარდაიცვალა ოპოზიცია… საქართველოს აღარ ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი… სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს დედოფალი იყოს, მაგრამ გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ აღარ არის – ჩამოაგდო ტახტიდან“
ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯებს გადადგამ, შენი ქვეყნის „გაშავებას“ დაიწყებ უცხო ქვეყნის დაკვეთით, ამას ქართული საზოგადოება არ გაგიტარებთ. ფულიც გაქვთ და ფინანსებიც, მაგრამ რეიტინგი და მხარდაჭერა არა. ეს არის თქვენი რეალური ტრაგედია.
ჩამოყალიბდით – გინდ დაიშალეთ, გინდ გაერთიანდით. მადამ „ფრანცუჟენკაც” არ დამიჩაგროთ, ქალმა იწვალა, ხან ერთს მიენდო, ხან მეორეს, სადაც გათხარა, ისევ იქ თხრის. ასე რომ, მოუსმინეთ 31-ში, კარგ განცხადებებს გააკეთებს”. – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.