LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანის ხელისუფლებამ „მორალის პოლიციის“ დაშლის გადაწყვეტილება მიიღო

151
BeFunky-collage (7)

ირანის ხელისუფლებამ „მორალის პოლიციის“ დაშლის გადაწყვეტილება მიიღო.

ირანის გენერალური პროკურორის, მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის განცხადებით, „მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან“.

ამასთან, მონთაზერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება განიხილავს, სჭირდება თუ არა რამე „ცვლილება“ ათწლეულების წინანდელ კანონს, რომელიც ქალებს თავსაბურავის ტარებას ავალდებულებს.

ცნობისთვის, ე.წ. მორალის პოლიცია არის ირანის პოლიციის ერთეული, რომელსაც ევალება კანონების აღსრულება საჯარო სივრცეში ისლამური ჩაცმულობის კოდექსებისა და სხვა ქცევის შესახებ.

ირანში აცხადებენ, რომ ჰიჯაბის ტარების კანონს განიხილავენ

შეგახსენებთ, უკვე ორთვე-ნახევარია, რაც ირანში საპროტესტო გამოსვლები იმართება. დემონსტრაციები ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.

ამავე თემაზე:

„არ მინდა მოვკვდე“, „თავისუფლება ქალებს“ – ირანში ქალების საპროტესტო აქციები გრძელდება

ირანში, საპროტესტო აქციების დაწყებიდან, 58 ბავშვი მოკლეს

ირანში ანტისამთავრობო აქციაზე 5 ადამიანი დაიღუპა – საერთო ჯამში, დემონსტრაციებს 426 ადამიანი ემსხვერპლა

რეზინის ტყვიები, ხელკეტები, მასობრივი დაკავებები – ირანში, ქალთა დემონსტრაციების შემდეგ, მასშტაბური პროტესტი სტუდენტებში გრძელდება

BBC: ირანის პოლიციამ 21 წლის ბიჭი ხელისუფლების მხარდამჭერი პლაკატის ჩამოხევის გამო მოკლა

ირანის სულიერი ლიდერის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმის გამო, პოლიციამ 15 წლის სკოლის მოსწავლე ცემით მოკლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g