ირანმა და რუსეთმა ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნა დაიწყეს, რომელიც რეგიონში საზღვაო ვაჭრობის „უსაფრთხოების ამაღლებისკენაა მიმართული,“ – ამის შესახებ ირანის სამთავრობო მედია იუწყება.
სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წვრთნა სახელწოდებით – „უსაფრთხოების საზღვაო სარტყელი“ 17 ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და მასში მონაწილეობას იღებენ: ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები, ისლამური რევოლუციის სამხედრო-საზღვაო ძალები და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები.
ირანის კონტრ-ადმირალის ღოლამრეზა ტაჰანის განაცხადებით, წვრთნის მიზანია, გაზარდოს საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის უსაფრთხოება, დაუპირისპირდეს საზღვაო მეკობრეობას და ტერორიზმს, ასევე ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას.
“წვრთნას „მეზობელი და რეგიონის წევრი ქვეყნებისთვის“ მშვიდობისთვის ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალებიც შეუერთდებიან,” – აღნიშნა ტაჰანიმ.
ადმირალის თქმით, 2019 წლის დეკემბრის შემდეგ, ეს ირანისა და რუსეთის მეორე ერთობლივი საზღვაო წვრთნაა, როცა ორმა ქვეყანამ, ჩინეთთან ერთად, ინდოეთის ოკეანესა და ომანის ყურეში მანევრები ჩაატარა.
