თბილისში, პარლამენტის წინ, 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ ირანში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები, ძირითადად, საქართველოში მყოფი ირანელები იყვნენ.
“ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება”, – ეს იყო აქციის სლოგანი, რომელიც ძლიერი წვიმის მიუხედავად არ დაშლილა.
სოლიდარობის ნიშნად თბილისში გამართული აქციის მონაწილეებმა თმა მოიჭრეს.
„სიკვდილი დიქტატორს“ – ირანში აქციაზე ქალებმა ჰიჯაბები დაწვეს
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება საპროტესტო ტალღას „მტკიცედ“ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს.
ქვეყნის პრეზიდენტმა საპროტესტო გამოსვლებს, რომელიც ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას მოჰყვა,”აჯანყება” უწოდა და თქვა, რომ პროტესტისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამიჯვნა აუცილებელია.
ირანში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციები გრძელდება. ირანში ერთკვირიანი დემონსტრაციების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, საპროტესტო აქციები ქვეყნის 31 პროვინციაში გაიმართა.
„არ მინდა მოვკვდე“, „თავისუფლება ქალებს“ – ირანში ქალების საპროტესტო აქციები გრძელდება
ირანში დემონსტრაციები გასულ კვირას, 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. ამინი, რომელიც ირანის ქურთისტანის პროვინციიდან იყო, ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა “შეუსაბამო ჩაცმულობის” ბრალდებით. ქალის მშობლიურ პროვინციაში დაწყებული პროტესტი მალე სხვა ქალაქებსაც მოედო.