ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის ოჯახში ჰარმონია სუფევს და ეს ყოველ ჯერზე მტკიცდება, როდესაც ქსელში მათი ერთობლივი პაპარაცული ფოტოები აღწევს. მარტის ბოლოს, ცნობილმა მშობლებმა ერთადერთ ქალიშვილს მხიარული დაბადების დღე გადაუხადეს, ამჯერად კი, ახალგაზრდა ოჯახმა აღდგომა იზეიმა.
ოჯახი სრული შემადგენლობით ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს. ირინას ტანზე მომდგარი შარვალი და სპორტული სვიტერი ეცვა. როგორც ჩანს, ჭორები მისი ორსულობის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ბრედლის, მას ასევე თავისუფალი სტილის ჩაცმულობა ჰქონდა, ხოლო ხელში ქალიშვილი ეჭირა, რომელსაც გამუდმებით კოცნიდა. ფოტოებიდან ჩანს, რომ ლეა ამ ყველაფრის წინააღმდეგი არ ყოფილა.
კუპერისა და შეიკის რომანი 2015 წლის ზაფხულში დაიწყო. 2017 წლის მარტში კი მათ ქალიშვილი, ლეა შეეძინათ.


