ირლანდიამ დაიწყო მსოფლიო მასშტაბით რევოლუციური პროგრამა – ქვეყანა საკუთარ მხატვრებს საბაზისო შემოსავალს გადაუხდის. თითოეული მათგანი ყოველთვიურად 1500 ევროს მიიღებს, წერს koha.
მსოფლიოს მასშტაბით მხატვრები და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლები ხშირად იღებენ გრანტებს, თუმცა აქამდე არცერთ ქვეყანას არ აუღია ვალდებულება, ასეთი სახის მხარდაჭერა რეგულარულად და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაეხადა.
ეს ყოველთვიური გარანტირებული დახმარება მხატვრებს საშუალებას მისცემს, დროისა და ენერგიის დიდი ნაწილი მხოლოდ შემოქმედებას მოახმარონ. გარდა ამისა, დახმარება ნაღდი ფულით გაიცემა, რაც ხელოვანებს აძლევს თავისუფლებას, თავად გადაწყვიტონ როგორ გამოიყენონ შემოსავალი.
ხელოვანთა ფინანსური დახმარების იდეა ირლანდიაში COVID-19-ის პანდემიის დროს გაჩნდა, როცა ქვეყნის კულტურული დაწესებულებები იძულებული გახდნენ მასობრივად დახურულიყვნენ. მაშინ ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა ხელოვნების სფეროს სახელმწიფო მხარდაჭერის გზები და საბაზისო შემოსავლის საპილოტე პროგრამაც დაიწყო.
კანდიდატებს შეეძლოთ განაცხადის შეტანა შემდეგ კატეგორიებში: მხატვრობა, თეატრი, ლიტერატურა, მუსიკა, ცეკვა, ოპერა, კინემატოგრაფია, ცირკი და არქიტექტურა. საჭირო იყო მხოლოდ ორი დოკუმენტი, რომელიც პროფესიულ სტატუსს დაადასტურებდა.
8200 განაცხადიდან, რომელიც პროგრამის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, შემთხვევითი შერჩევის გზით აირჩიეს 2000 მონაწილე, რომლებსაც ხუთი წლის განმავლობაში კვირაში 325 ევრო ერიცხებოდათ.