ლეგენდარული დიზაინერი, ვივიენ ვესტვუდი, ორი თვის წინ, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. სულ ცოტა ხნის წინ მისი 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომლის სახეც ირინა შეიკი გახდა.
„ჩემთვის დიდი პატივია ვესტვუდის კოლექციის სამოსის მორგება. ის მუდამ დარჩება ჩემთვის შთაგონების წყაროდ“, – ასე დაასათაურა მოდელმა ფოტო, რომელშიც მას შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ტიულის კაბა ამშვენებს.
ცხადია, უახლესი კოლექცია ლეგენდარული დიზაინერის სტილშია გადაწყვეტილი, ტანისამოსში ავანგარდული სტილი და ჭრელი ფერები ჭარბობს.
ირინა შეიკმა „ტერი მიუგლერის“ კოლექციის“ ჩვენებაზე ავანგარდული კაბით გაიბრწყინა
მომაჯადოებელი ირინა შეიკი ესპანური „ვოგის“ მისტიკურ ფოტოსესიაში