LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რაც გუშინ კულტურის მინისტრმა სენაკში იკადრა, იყო მედიაზე ძალადობისა და თავდასხმის წახალისება: ვატო წერეთელი

151
ვატო წერეთელი

ტვ „პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის შეფასებით, „ის, რაც გუშინ კულტურის მინისტრმა სენაკში იკადრა, იყო მედიაზე ძალადობისა და თავდასხმის წახალისება და კრიმინალი.“

„წულუკიანმა რაც იკადრა, გუშინ, ეს იყო პირდაპირი ძარცვა პირდაპირ ეთერში.  რა თქმა უნდა, მან წაახალისა ადამიანები, მომავალში თუ წაგართვეს მიკროფონი, კამერა, მოგიბრუნდებიან და გეტყვიან, წულუკიანი თუ აკეთებს, მე რა დავაშავე? ვისზე ნაკლები ვარ, წულუკიანმა პირდაპირ წაახალისა ძალადობა“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სენაკში თეატრის გახსნის ღონისძიებაზე კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ,,მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა  და ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

“მე ძაან მომეწონა” – „ოცნების“ დეპუტატი წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევაზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები